უცნობი ხელნაწერი თუ ფალსიფიკაცია?
საკვანძო სიტყვები:
უცნობი ხელნაწერი, სირიული ხელნაწერიანოტაცია
ორიოდე წლის წინ ცნობილმა ქართველმა გეოლოგმა დავით არევაძემ მიამბო და შემდეგ წერილით მომმართა ერთი ძველი ამბის შესახებ, რომელიც მას ერთგვარად ისევ აწუხებდა.
საქმე ეხება 8 წლის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავ- ლეთ რაიონებში მისი მივლინების პერიოდის დროინდელ ცნობას ერთი ძველი შემთხვევით აღმოჩენილ სირიული ხელნაწერის შესახებ. ბატონი დავითი დარდობდა, რომ მან, მიუხედავად მონდომებისა და მიღებული ზომებისა, ვერ შეძ- ლო ამ ამბით მეცნიერთა სათანადო წრეების დაინტერესება.
იმ ფაქტების უკან, რაც ბატონმა დავითმა მიამბო, სავარაუდებელია, ყალბისმქმნელ გამომძალველთა საქმია- ნობა იმალებოდეს; თუმცა არაა გამორიცხული, რომ მართლაც ძველი სირიული ქრისტიანული მწერლობის უცნობ ნიმუშებ- თან გვქონდეს საქმე. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ამ ფაქტის უფრო ფართო სამეცნიერო წრეებისათვის გაცნობის მიზნით, ჩვენს ხელთ არსებული მასალის გამოქვეყნება.
ამბავი, რომლის შესახებაც გარკვეულ მასალას ჩვენ ვაქვეყნებთ, საკმაოდ ძველია და შესაძლებელია უცხოელ სპეციალისტთა მიერ უკვე გაანალიზებულია; მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ამ ფაქტს სათანადო ყურადღება არ მიექცა, რამდენადაც ბატონი დავითის მიერ მითითებული რეგიონი გეოპოლიტიკურად საკმაოდ რთულია. ამიტომაც უკომენტაროდ ვაქვეყნებთ ჟურნალის რედაქციაში შემოსულ მიწერ-მოწერას და რამდენიმე ფრაგმენტს ბატონი დავითის გადმოგზავნილი ვიდეომასალიდან.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 ქართველოლოგი

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

