პროკლე დიადოხოსის "კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა" და იოანე პეტრიწის "განმარტებათა" სომხური თარგმანი

ავტორები

  • მაია რაფავა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

საკვანძო სიტყვები:

პროკლე დიადოხოსი, იოანე პეტრიწი, სიმეონ პღინძაჰანეცი, ამელახოსი, იამბლიქოსი

ანოტაცია

პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“  და იოანე პეტრიწის „განმარტებები“  ქართული ენიდან სომხურ ენაზე ითარგმნა 1248 წელს სამხრეთ საქართველოში მოღვაწე ქალკედონიტი ბერის, სიმეონ პღინძაჰანქეცის მიერ. სომხურ სამეცნიერო ლიტარატურაში გამოთქმულია გარკვეული ეჭვები სომხური თარგმანის ქართულიდან წარმომავლობის შესახებ. ქართული და სომხური ტექსტების ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური შესწავლით უცილობლად დგინდება, რომ სომხური ტექსტი ქართულიდან არის შესრულებული.  მთელი რიგი ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, სომხურ თარგმანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროკლეს       „კავშირნისა“  და იოანე პეტრიწის „განმარტებათა“ ქართული ტექსტის შესწავლის საქმეში. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2012-09-03

როგორ უნდა ციტირება

მაია რაფავა. (2012). პროკლე დიადოხოსის "კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა" და იოანე პეტრიწის "განმარტებათა" სომხური თარგმანი. ქართველოლოგი, 18(2). Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11206

გამოცემა

სექცია

კვლევები: ქართულ-სომხური ფილოლოგია