"ვეფხისტყაოსნის" სტროფული კომენტარები: შაირობის რუსთველური თეორიის შეჯამება
საკვანძო სიტყვები:
რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, პროლოგი, შაირობა, არისტოტელე, პოეტიკა, რაცა ოდენ თქვან ნათელად, ვერას იტყვის გრძელადანოტაცია
ვეფხისტყაოსნის პროლოგის მე-17 სტროფის ახლებურად განმარტების საჭიროება ორი გარემოებითაა განპირობებული: 1) დაზუსტებას, ფაქტობრივად კი, გადახედვას საჭიროებს განსახილველი სტროფის ნ. მარისეული ინტერპრეტაცია, რომელიც მომდევნო ხანების რუსთველოლოგიამ გაიზიარა, რათა როგორმე აეხსნა ის მოჩვენებითი აზრობრივი წინააღმდეგობა, რომელიც, თითქოს, არსებობს მეჩვიდმეტე დამეთორმეტე სტროფების მეოთხე ტაეპთა მეორე და პირველ ნახევარკარედებს (17.4ბ-სა და 12.4ა-ს) შორის; 2) მე-17 სტროფის ფარგლებში შეინიშნება სხვადასხვა სახის რამდენიმე საკმაოდ რთულად ასახსნელი თავისებურება, რომლებიც, ამდენად, განმარტებას საჭიროებენ. აღნიშნული მიმართულებით კვლევამ გამოავლინა, რომ მე-17 სტროფი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამც თუ ვერ ჩაითვლება გვიანდელ ინტერპოლაციად, რის შესახებ მოსაზრებაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ რუსთველოლოგიურ ნაშრომშია გამოთქმული, არამედ ის ამთლიანებს და აჯამებს რუსთველის მთელ ესთეტიკურ ნააზრევს, რომელიც შაირობის თეორიის ამსახველ ექვსივე სტროფში (12-17) ვეფხისტყაოსნის ავტორის მიერ ერთიანი დისკურსის სახითაა გაცხადებული.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2016 ზაზა ხინთიბიძე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 International License.

