თეოფანიის კომპოზიცია X-XI საუკუნეების ქართული ტაძრების ფასადებზე
ანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლის საფასადო დეკორის ანალიზი მათი სტილისტური და შინაარსობრივი ასპექტით: განხილულია პირველი და მეორე ათასწლეულების მიჯნაზე შექმნილი ჯოისუბნის, ნიკორწმინდის და სვეტიცხოვლის ტაძრების რელიეფები, რომლებიც თეოფანიის, უფლის მეორედ მოსვლის თემისადმია მიძღვნილი.
ამ საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემად გამოიკვეთა სვეტიცხოვლის ფასადების სიუჟეტური ინტერპრეტაციის თემა, რადგანაც, როგორც ცნობილია, მცხეთის საკათედრო ტაძარი მრავალგზისაა გადაკეთებული, ხოლო მისი შემამკობელი დეკორატიული ელემენტები - ადგილნაცვალი. ამრიგად, მათ სიუჟეტურ ინტერპრეტაციასთან ერთად, სტატიაში მოცემულია ასევე ამ რელიეფების პირველსახის ნაწილობრივი აღდგენის და არსუკიძისეული ნაგებობის ფასადების რეკონსტრუქციის ცდა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2017 ნინო სილაგაძე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 International License.

