აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები
საკვანძო სიტყვები:
საქართველო, აზერბაიჯანი, ლიტერატურა, თარგმანიანოტაცია
საქართველოში 1960-2010 წლებში შექმნილი აზერბაიჯანული ლიტერატურის შესწავლა გვიჩვენებს, რომ ჩვენი მეცნიერები, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ აქ, ქმნიდნენ უამრავ წარმატებულ კვლევასლიტერატურისა და ლიტერატურული კრიტიკის სფეროში და დიდ წარმატებებსაც აღწევდნენ ქართულ-აზერბაიჯანული სალიტერატურო ურთიერთობის როგორც გაღმავების, ასევე კვლევის კუთხითაც. თავდაპირველად, XX ს-ის 50-60-იან წლებში ბორჩალი, ზ. ბორჩალი, ა. მურსალოღლუ და სხვანიმოღვაწეობდნენ ამ მიმართულებით, მაგრამ 1970 წლის შემდეგ ტრადიცია გააგრძელეს ისეთმა პროფესორებმა, როგორებიც არიან: ჰ. ალიევი, ა. მუსაევი, მ. ჰაჯიხალილოვი, ფ. ხუბანლი, შ. შამიოღლუ, თ.ისაბალიკიზი. გამოქვეყნდა უამრავი სტატია, დაიბეჭდა მრავალი წიგნი, რითაც მკითხველს მიეცა საშუალება, აზერბაიჯანელ მკვლევართა კვლევებს გასცნობოდა.
XX ს-ის განმავლობაში საქართველოში გამოცემულ აზერბაიჯანულენოვან პრესასა და ლიტერატურულ ჟურნალებს თუ გადავავლებთ თვალს, ასევე ბაქოსა და თბილისში გამოცემულ სხვადასხვა ავტორთა წიგნებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელი გახდება, რომ მხატვრულითარგმანი დიდ როლს ასრულებს იმ მწერალთა შემოქმედებაში, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში. მათ თარგმნეს ქართული ლიტერატურული ძალზე ბევრი ნიმუში, მეზობელი ხალხის სულიერი სიმდიდრე მიიტანეს აზერბაიჯანელ მკითხველამდე, ამ თარგმანებით დაამტკიცეს, რომ ამ ორ ერს შორის სულიერი კავშირი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ამიტომაც ვუწოდებთ მათ „მეგობრობის ხმებს - თარგმანის ოსტატებს“. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს დ. ალიევას, თ. ჰუსეინოვის, მ. ჰ. ბახთიარლის, ა. სარაჯლის, ი. ისმაილზადეს, ვ. რუსტამზადეს, ა. აბდულას, ზ. იაგუბის, დ. ქარამის, ა. ბინათოღლუს, მ. ჩობანზადეს, ჰ. ვალიევის, ე. ელსევარის, ს. სულეიმანლის, ნ. ნასიბზადეს, ვ. ჰაჯილარის, შ. მამადლის, ი. მამედლის, ნ. აბდულრაჰმანლის, ე. ალაზოღლუს, რ. ჰუმათის, მ. მამადოღლუს, ა. ხანსულთანლის, ჯ. მამადლის, ო. ქაზუმოვის დასხვათა შემოქმედება. მათი თარგმანები იბეჭდება პრესაში - სხვადასხვა გაზეთებში: აღმოსავლეთის შუქი, საქართველო, არსებობა, (East Lights, Georgia, Existence,) ასევე ლიტერატურულ კრებულებში: გაზაფხული, 1980; დილის ვარსკვლავი, 1987, 1989, 1990; ორი გული ერთ მკერდში, 1981; ლიტერატურული საქართველო, 2007, 2012 და სხვ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2017 მუშვიგ ჩობანოვი

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

