დიდი სიახლე ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ
საკვანძო სიტყვები:
ქრისტიან ჰეგელი, ეფთვიმე ათონელი, იოვანე ათონელის ანდერძი, ბარლაამის ლემის იოვანეანოტაცია
წინამდებარე გამოკვლევაში განხილულია დანიელი ბიზანტინისტის ქრისტიან ჰეგელის სტატია “ეფთვიმე ათონელი, ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელი და მეტაფრასტი?“, გამოქვეყნებული პარიზში, 2019 წელს. სტატია ქართველოლოგიური მეცნიერებისთვის მნიშვნე- ლოვანი სიახლეა. მასში შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის დიდი წარ-მომადგენლის ეფთვიმე ათონელის შემოქმედება ბიზანტიური მწერლობის პო- ზიციიდანაა შეფასებული და ახლებური ნიუანსებია გამოვლენილი ქართული ლიტერატურათმცოდნეობისათვის. გამოკვლევის ავტორი წარმოადგენს ახალ თვალსაზრისს ეფთვიმე ათონელის ბარლაამ-რომანის ავტორობის პრობლე- მასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე: იოვანე ათონელის ანდერძი, ბარ- ლაამ-რომანის დათარიღება, თხზულების ლემის იოანე – წმინდა საბას მონას- ტრის ბერი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2022 ელგუჯა ხინთიბიძე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

