პროექტი: ქართული ვერსიფიკაციის მიმართება ევროპულთან (XIX-XX საუკუნეები)

ავტორები

  • აკაკი ხინთიბიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ლექსი, ევროპეიზმი, ვერსიფიკაცია

ანოტაცია

წინამდებარე სტატია წარმოადგენს აწ გარდაცვლილი მეცნიერის, ქართული ლექსის ცნობილი მკვლევარის, აკაკი ხინთიბიძის (1924-2008) საარქივო მასალაში მოპოვებულ მის მიერ დაწერილ დასაბუთებას საგრანტო პროექტისა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს წარედგინა 2002 წელს. ეს პროექტი, რომლის ხელმძღვანელი თავად პროფ. ა. ხინთიბიძე იყო, არის წინა წლებში (2000-2001 წწ.) იმავე ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტის „ქართული ლექსი ევროპული ლექსის ტიპოლოგიურ არეალში (V-XVIII საუკუნეები)“ გაგრძელება. პროექტი შესრულდა და მის ფარგლებში დაწერილი სამეცნიერო გამოკვლევების ერთი ნაწილი ახლაც ა. ხინთიბიძის არქივში ინახება. ვფიქრობ, რომ ეს მასალა სტატიების სახით პროექტის თითოეული მონაწილის მიერ იყო გამოქვეყნებული, ან რაიმე ფორმით ასახული მათ პუბლიკაციებში. ჩემი ყურადღება მიიქცია ა. ხინთიბიძის მიერ დაწერილმა პროექტის დასაბუთებამ, რომელიც გამოქვეყნებული არ ყოფილა და ქართული პოეზიითა და სიტყვიერი კულტურით დაინტერესებულ ქართველ და საზღვარგარეთელ მკვლევართათვის მისი გაცნობა წინამდებარე პუბლიკაციით იქნება შესაძლებელი.

ეს მოკლე, თეზისური რემარკები XIX-XX საუკუნეების ქართული ლექსის მიმართებაზე ევროპულ ვერსიფიკაციასთან, ვფიქრობ, საყურადღებოა.

                                                                                                                                                                                                            რედაქტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-27

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ქართველოლოგები