ქართული პოეზიის ანთოლოგია ფრანგულ ენაზე

„ქართული პოეზიის ანთოლოგია ( V -XX საუკუნეები)“, თარგმანი და კომენტარები სერგი წულაძისა, თბილისი, „განათლება“, 1982, გვ. 179.

ავტორები

  • ქეთრინ ვივიანი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ლექსი, აკაკი ხინთიბიძე, სერგი წულაძე, რუსთაველის შეცნობა

ანოტაცია

ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგის, ვეფხისტყაოსნის მთარგმნელის, ჟურნალ „ქართველოლოგის“ რედაქციის ძველი მეგობრის, აწ განსვენებული ქეთრინ ვივიანის წინამდებარე სტატია, გამოქვეყნებული ჟურნალში Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes (#1), 1982 წელს, რომლის ქართული თარგმანი (მთარგმნელი რუსუდან წულაძე), რედაქტირებული აკაკი ხინთიბიძის მიერ, მთარგმნელისა და რედაქტორის ავტოგრაფის სახით ვიპოვე აწ განსვენებული მეცნიერის (აკაკი ხინთიბიძის) არქივში გადასაცემად გამზადებულ საქაღალდეებში. თარგმანი როგორც ჩანს, არ გამოქვეყნებულა. აკაკი ხინთიბიძეს, როგორც ქართული ლექსის ცნობილ მკვლევარს, სტატია, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებდა ქეთრინ ვივიანის შენიშვნების გამო ქართული ლექსის მიმართებებზე ფრანგული და ინგლისური ლექსთწყობის სისტემებთან და თავისებურებებთან. გარდა ამ მართლაც ფასეული რემარკებისა, წინამდებარე სტატია ძალზე მნიშვნელოვანია ქეთრინ ვივიანისეული მითითებით ქართული პოეზიისათვის ნიშანდობლივ ფარულ სიღრმეებსა თუ ნიუანსებზე. ამასთან ერთად ერთმანეთისგან გამიჯვნით აკაკის, ვაჟას, გალაქტიონის, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური სიტყვის სიღრმისეულ თავისთავადობაზე. ვფიქრობ, მაღალი პოეტური კულტურის ინგლისელი ინტელიგენტის, მთარგმნელისა და ქართველოლოგის ამ ლიტერატურათმცოდნეობით მიგნებებზე ყურადღების მიქცევა ქართული პოეზიის, როგორც ქართველ ასევე ინგლისურენოვან მკვლევართათვის საჭიროა.

                                                                                                                                                                                                                რედაქტორი

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-27

როგორ უნდა ციტირება

ქეთრინ ვივიანი. (2026). ქართული პოეზიის ანთოლოგია ფრანგულ ენაზე: „ქართული პოეზიის ანთოლოგია ( V -XX საუკუნეები)“, თარგმანი და კომენტარები სერგი წულაძისა, თბილისი, „განათლება“, 1982, გვ. 179. ქართველოლოგი, 23(1). Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11302

გამოცემა

სექცია

ქართველოლოგები