ნესტანის წერილი საყვარლისადმი

ავტორები

  • მარჯორი უორდროპი Independe
  • ვენერა ურუშაძე
  • ქეთრინ ვივიანი
  • რობერტ სტივენსონი

საკვანძო სიტყვები:

ვეფხისტყაოსანი, რუსთაველი, თარგმანი, ინგლისურენოვანი თარგმანები

ანოტაცია

„წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა" ვეფხისტყაოსნის საუკეთესო პასაჟთაგან ერთი პირველთაგანია. სწორედ მასშია გამოკვეთილი უსაზღვრო და თავგანწირული, რომანტიკულ-სენტიმენტალური შეფერილობის სიყვარულით შთაგონებული და ამ სიყვარულის გადარჩენისთვის მებრძოლი გმირი ქალის ადამიანურ-რეალური წარმოსახვიდან მოაზრებული ჰიპერბოლურად არარეალური, იდეალური მხატვრული სახე. ჩემი კვლევა-ძიების თანახმად, სწორედ ამ მხატვრული პროტოტიპის საფუძველზეა შექმნილი შექსპირის შესანიშნავ ქალ-პერსონაჟთაგან ერთ-ერთი საუკეთესოს - იმოჯენის მხატვრული სახე, რომელსაც ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა ამგვარივე ნიშნებით ახასიათებს

ნესტანის წერილი ყველაზე კომპაქტურად გამოავლენს რუსთველის მსოფლმხედველობითი კრედოს ერთ პრინციპულ თეზას: კეთილი და მფარველი ღმერთი, რომლისკენაც მიისწრაფის ნესტანი, და ცრუ და დაუნდობელი ამქვეყნიურობა, მრისხანე, გარდაუვალი ბედითურთ, რომელსაც აბრალებს ნესტანი თავისი სატრფოს და საკუთარ უბედურებას.

რუსთველი აქვე მიანიშნებს ამქვეყნიური მოღვაწეობის ერთ უმთავრეს პრინციპზე - საკუთარი ქვეყნის სამსახურზე.

ამავე წერილში შეიძლება ამოვიკითხოთ კიდევ ერთი ფილოსოფიური თეზა: მიწიერი ცხოვრებიდან წასული ადამიანის ერთადერთი დანატოვარი - როგორც რაობა, რომელიც მანამდე არ არსებობდა - მისი არსებობა მოგონებაში.

ვეფხისტყაოსნის ტექსტი გადმობეჭდილია პოემის 1966 წლის ვარიანტებიანი გამოცემიდან (ა. შანიძისა და ა. ბარამიძის გამოცემა), სტროფების შესაბამისი ნუმერაციითურთ.

მარჯორი უორდროპის, ვენერა ურუშაძის, ქეთრინ ვივიანისა და რობერტ სტივენსონის ინგლისური თარგმანები იმავე გამოცემებიდან, რომლებზედაც იყო მითითებული „კართველოლოგის" 21-ე ნომერში გამოქვეყნებული ავთანდილის აღდერძის პუბლიკაციისას.

ელგუჯა ხინთიბიძე

 

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2026-03-27

როგორ უნდა ციტირება

მარჯორი უორდროპი, ვენერა ურუშაძე, ქეთრინ ვივიანი, & რობერტ სტივენსონი. (2026). ნესტანის წერილი საყვარლისადმი. ქართველოლოგი, 22(3). Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11300

გამოცემა

სექცია

Georgian Literature in Translations