აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის მიჯნაზე: სიყვარული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანსა" და კრეტიენ დე ტრუას არტურის ციკლის რომანებში
საკვანძო სიტყვები:
ვეფხისტყაოსანი, რუსთველი, კრეტიენ დე ტრუა, ქორწინება, მეგობრობა, სიყვარულიანოტაცია
კრეტიენ დე ტრუა და შოთა რუსთველი დაახლოებით ერთ პერიოდში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, მათ ნაწარმოებებშიც გარკვეული მსგავსება არსებობს - აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანია რუსთველის ვეფხისტყაოსნისა და კრეტიენ დე ტრუას რომანებში ასახული სიყვარულის თემის განხილვა. ზემოაღნიშნული ნაწარმოებების დეტალური შესწავლის შედეგები ამყარებს არსებულ აზრს, რომ ორივე პოეტისათვის სიყვარულის სათანადო გამოვლინება უზუსტად ქორწინება იყო და არა ადიულტერი. თუმცა ტექსტებში აღწერილი სიყვარულის თემის უფრო დეტალური შესწავლის შედეგად გამოჩნდა მათ შორის არსებული განსხვავებებიც. კრეტიენის რომანებში დაქორწინებული წყვილები ამდიდრებენ თავიანთ სიყვარულს წონასწორობის დამყარებით საკუთარ პირად სიყვარულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, ხოლო ადიულტერი უარყოფით მოვლენადაა მიჩნეული. ავთანდილის სახით რუსთველი აღწერს ისეთ გმირს, რომელიც თავიდანვე რაციონალურად აზროვნებს, მოქმედებს და რომლის სიყვარულიც ეჭვს არ იწვევს. მას შეუძლია ემოციური კონტროლის შენარჩუნება ანუ თინათინთან დაშორებისას წუხილთან და სასოწარკვეთილებასთან საკუთარი ძალებით გამკლავება. პოემაში მისი როლი მხოლოდ ნესტანის პოვნით არ შემოიფარგლება, მისი მიზანია ტარიელის შინაგანი ღირსების აღდგენა. კრეტიენისგან განსხვავებით, რუსთველი თავის პოემაში უფრო მეტად ავითარებს მეგობრობა-სიყვარულის გრძნობას მამრობითი გმირების შორის. ავთანდილსა და ტარიელს შორის არსებული სიყვარულის ანალიზის შედეგად დადგინდა მისი გარკვეული მსგავსება დიდებულების შორის არსებულ მეგობრობის ნეოპლატონისეულ კონცეფციასთან, რომელიც შუა საუკუნეების დასავლეთში განვითარდა. ამ ორი პოეტის ხედვებს შორის მკვეთრი მსგავსება არსებობს, მაგრამ არსებული განსხვავებები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოღვაწეობდნენ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

