გრიგოლ რობაქიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობა

პრომეთეს ნაშიერნი

ავტორები

  • ნუგეშა გაგნიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

კავკასია, გრიგოლ რობაკიძე, პრომეთე, თავისუფლება

ანოტაცია

გრიგოლ რობაკიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობით დიდი ხანია დაინტერესებულია საზოგადოება. ახალი აღმოჩენებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ნაწარმოებების მოძიება ახალ პერსპექტივებს სთავაზობს მეცნიერებსა და ლიტერატურის კრიტიკოსებს მისი შემოქმედების კვლევის საქმეში. 

1942 წელს ბრიუსელის გაზეთის სხვადასხვა ნომერში დაბეჭდილი რობაქიძის ხუთი საგაზეთო პუბლიკაცია, საერთო სახელწოდებით კავკასიის სილუეტები, ქართველი მკითხველისათვის უცნობია. მათ შესახებ ავტორი აღნიშნავს წერილში გულნადები, რომელიც მან 1947 წელს მისწერა ქართველ მწერლებს. როგორც თავად მიუთითებს, მეორე მსოფლიო ომის მძვინვარე წლებში მან შეძლო ამ სტატიებში "პოლიტიკური აქცენტების" თავიდან აცილება. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-27

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

კვლევები: ქართული ლიტერატურა