პეტრე იბერის იბერიის სამეფო ოჯახიდან წარმომავლობის ისტორიული დასაბუთების თაობაზე
საკვანძო სიტყვები:
პეტრე იბერი, იოანე რუფუსი, გენეალოგიაანოტაცია
ვერნერ სეიბტი ნაშრომში, რომელშიც განხიხულია ქართული ანბაბის შექმნის ადგილი, თარიღი და მიზეზები, საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელსაც ქრისტიანობა V საუკუნის დასაწყისში აწყდებოდა და რის გამოც ბევრი ქართველი, რომლებსაც სურდათ ქრისტიანული სარწმუნოებისადმი თავისუფალი თაყვანისცემა, იძულებული ხდებოდა სამშობლო დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. წყაროების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი სირიისა და პალესტინის წმინდა ადგილებში მიემგზავრებოდა როგორც პილიგრიმ-მომლოცველი. არცთუ იშვიათად ეს ადამიანები ადგებოდნენ ასკეტური ცხოვრების გზას და დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ სამშობლოსგან შორს. ალბათ ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი პირველი ქართველი პილიგრიმთაგანი წმინდა მიწაზე იყო პეტრე იბერი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

