ხედვა მდინარე აკამპსისის ბიზანტიური ნაპირიდან
საკვანძო სიტყვები:
ქეთრინ ვივიანი, ქართული ისტორიოგრაფია, ბიზანტიური ისტორიოგრაფიაანოტაცია
ცნობილი ბიზანტინისტის, ბიზანტინოლოგიის ხელშეწყობის ასოციაციის პრეზიდენტის ანტონი ბრიერის წინამდებარე ინგლისური სტატია პირველად გამოქვეყნდა ამსტერდამში 1991 წელს, როგორც შესავალი ქართლის ცხოვრების ერთი ქვეთავის ინგლისური თარგმანისა. ინგლისური თარგმანი XIII საუკუნის უცნობი ქართველი ავტორის ლაშა გიორგის დროინდელი ქრონიკისა შესრულებულია საქართველოს მეგობრის, ვეფხისტყაოსნის ინგლისურად მთარგმნელის, ჩვენი ჟურნალის ერთი უცხოელი ავტორის, აწ განსვენებული ქეთრინ ვივიანის მიერ (The Georgian Chronicle. The Period of Giorgi Lasha. translated by Katharine Vivian. Adolf M. Hacker Publisher. Amsterdam 1996). ამ წიგნის შესავალში ინგლისელი ბიზანტინისტი, ანტონი ბრიერი, შუასაუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიას მიმოიხილავს უაღრესად ფართო ერუდიციით, პარალელებით ძველ ბიზანტიელ და ევროპელ ქრონისტებთან, საისტორიო მწერლობის ფარული ნიუანსების სიღრმისეული ანალიზით. სტატიაში ერთდროულად ჩანს დიდი სიმპათია ქართველი მემატიანებიისადმი და კრიტიკული ანალიზი პანეგირიკოს-ქრონისტთა მონათხრობისა. ვფიქრობთ, ამ ნარკვევის გაცნობა საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველისათვის სასარგებლოცაა და აუცილებელიც. სტატიის ქართულ თარგმანზე მუშაობდა ჩვენი ჟურნალის თანარედაქტორი არიანე ჭანტურია. აქ წარმოდგენილი ქართული თარგმანი შესრულებულია ლევან გიგინეიშვილის მიერ. სტატიის სამეცნიერო აპარატი თან ერთვის ინგლისურ დედანს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

