განმარტებითი, ორენოვანი და კომბინირებული ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის კვლევა ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებში

ავტორები

  • ანტონინა კაპანაძე დამოუკიდებელი მკვლევარი

საკვანძო სიტყვები:

განმარტებითი ლექსიკონი, ორენოვანი ლექსიკონი, კომბინირებული ლექსიკონი

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია იმ ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც დაიგეგმა და ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელიც მიზნად ისახავდა უცხო ენების, კერძოდ კი ინგლისური ენის, სწავლებისას/ სწავლისას ლექსიკონის ტიპის ეფექტიანობის დადგენას.

გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ლექსიკოგრაფების ყურადღების ცენტრში მოექცა ლექსიკონის მომხმარებლებისა და ლექსიკონის გამოყენების მეცნიერული კვლევა. ამავე პერიოდიდან იქცა ლექსიკონის მომხმარებლების კვლევა თანამედროვე თეორიული ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. სწორედ ამგვარ ემპირიულ კვლევებს ეფუძნება დღეს უცხოეთის ქვეყნებში სალექსიკონო სიტყვა-სტატიებზე მუშაობის ყველა ეტაპი მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. ლექსიკონის მომხმარებლებისა და ლექსიკონის მოხმარების გამოკვლევის მიზნით ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ მიერ ლექსიკონის ქართველი მომხმარებლების შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევა კი ამ ტიპის კვლევების ერთ-ერთი პირველი მცდელობაა საქართველოში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-25

როგორ უნდა ციტირება

ანტონინა კაპანაძე. (2026). განმარტებითი, ორენოვანი და კომბინირებული ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის კვლევა ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებში. ქართველოლოგი, 23(1). Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11265

გამოცემა

სექცია

კვლევები: ლექსიკოგრაფია