იმოჯენი (Imogen) თუ ინოჯენი (Innogen) (შექსპირის "ციმბელინის" ოქსფორდული გამოცემის ერთი კონიექტურის შესახებ)
საკვანძო სიტყვები:
ვეფხისტყაოსანი, ციმბელინი, იმოჯენი, ინოჯენიანოტაცია
უკანასკნელი ათწლეულის რუსთველოლოგიური მეცნიერების ერთი უმთავრესი სიახლე – იმის გამოვლენა, რომ ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავი სიუჟეტურ წყაროდაა გამოყენებული XVII საუკუნის დასაწყისის დიდ ინგლისურ დრამატურგიაში – ჟურნალ „ქართველოლოგის“ პუბლიკაციების პერმანენტულ საკითხად იქცა („ქართველოლოგი“ №14; 15; 16; 19; 20). ამ პუბლიკაციებში გამოკვეთილმა ერთმა თეზამ, ვეფხისტყაოსნის ნესტან–დარეჯანისა და შექსპირის ციმბელინის მთავარი პერსონაჟის მხატვრული სახეების პარალელების კვლევამ იმ სიმბოლიკაზე დამაფიქრა, რომელსაც დიდი ინგლისელი დრამატურგი ზოგიერთ შემთხვევაში თავის პერსონათა სახელების შერჩევისას მიმართავდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ციმბელინის პროტაგონისტის, მეფის ერთადერთი ასულის იმოჯენის სახელი. ამ სახელის სიმბოლური დატვირთვის ინტერპრეტირებას და თხზულების ზოგიერთ გამოცემაში სახელ იმოჯენის სხვა ფორმით – ინოჯენით შეცვლის მიზანშეწონილობის კვლევას ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

