ალუდა ქეთელაური
საკვანძო სიტყვები:
ალუდა ქეთელაურიანოტაცია
ჟურნალ „ქართველოლოგის’’ განყოფილება „ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში“ მოწოდებულია, ინგლისურენოვან მკითხველს მიაწოდოს ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების ცალკეული მონაკვეთები ინგლისური პარალელური თარგმანით. ჟურნალის რედაქცია იმედოვნებს, რომ ამ გზით დაინტერესებულ მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შეექმნას ქართული პოეზიის და ბელეტრისტული თუ საისტორიო ლიტერატურის შესახებ. ამასთან ერთად, ქართული ენის შესწავლით მკითხველს საშუალება ეძლევა, ნაწყვეტები ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებიდან ორიგინალის პარალელურად ინგლისურ თარგმანში გაიცნოს. „ქართველოლოგის’’ ამ ნომერში ქართული პოეზიის კლასიკოსის ვაჟა ფშაველას (იგივე ლუკა რაზიკაშვილი – 1861–1915) ცნობილი პოემის „ალუდა ქეთელაურის’’ პირველი თავია წარმოდგენილი ინგლისელი ქართველოლოგის დონალდ რეიფილდის თარგმანითურთ (თარგმანი გამოქვეყნებულია თბილისში 1981 წელს გამომცემლობა „განათლების’’ მიერ: Vazha Pshavela, Three Poems). ამ ცნობილი პოემის პირველი თავი კომპოზიციურად დასრულებული ამბის მბობით წარმოსახავს ადამიანობის მაღალ იდეალს, ადამიანის პიროვნული ღირსებებისადმი პატივისცემით რელიგიური და ნაციონალური დაპირისპირების დაძლევას, პიროვნების თავისუფალი სულიერი ემოციის ამაღლებას ადამიანთა შორის მტრობის ტრადიციულ ნორმებსა და ჩვეულებებზე.
რედაქტორი
დამატებითი ფაილები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

