მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ- საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
საკვანძო სიტყვები:
ვორონცოვი, კავკასიური პოლიტიკა, ევროპეიზაცია, თერგდალეულებიანოტაცია
მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის (1844-1854) `"კავკასიური პოლიტიკის" შეფასება როგორც ქართულ, ისე რუსულ წყაროებსა თუ ლიტერატურაში დიამეტრულად განსხვავებულია _ უაღრესად პოზიტიურიდან (დ. ყიფიანი, ა. წერეთელი, მ. შჩერბინინი, მ. მაკიევსკი-ზუბოკი, ა. ჯორჯაძე, მ. თამარაშვილი, შ. ამირეჯიბი, ს. ყუბანეიშვილი...) უკიდურესად ნეგატიურამდე (ნ. ავალიშვილი, მ. კატკოვი, ვახტ. კოტეტიშვილი, ლ. ასათიანი, გ. აბზიანიძე, რ. ჩხეიძე, ნ. ვახანია...). საკითხის სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მ. ვორონცოვი კავკასიაში ჩამოვიდა საფუძვლიანად გააზრებული რეფორმისტული გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს (ზოგადად _ კავკასიის) პოლიტიკურ-ეკონომიკურ შერწყმას რუსეთის იმპერიაში და ამასთანავე, ევროპეიზაციის გზით ქართული კულტურის აღორძინებას. მეფისნაცვლის ამ გეგმის პრაქტიკულმა განხორციელებამ 1840-1850 წწ. საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, მისი ინტენსიური და შეუქცევადი ევროპეიზაცია, გამოიწვია.
ვორონცოვის ხელშეწყობითა და ქართველ მოღვაწეთა განმსაზღვრელი მნიშვნელობის მონაწილეობით გაშლილმა მიზანმიმართულმა და გეგმაზომიერმა კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკამ წარმოშვა პროცესი, რომელიც 1860-იან წწ. ი. ჭავჭავაძის (ზოგადად _ "თერგდალეულთა") მიერ ახალი დროის მოთხოვნათა შესაფერისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობრივ და ლიტერატურულ პრინციპებზე დაფუძნებული ეროვნული იდეოლოგიის შექმნითა და დამკვიდრებით დასრულდა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

