შოთა რუსთველის `"ვეფხისტყაოსანი" გერმანულ სკოლებში
საკვანძო სიტყვები:
რუსთველი, გერმანია, სასკოლო სახელმძღვანელო, გმირთა სიმღერაანოტაცია
გერმანიისა და საქართველოს ქართველოლოგთა შორის აქამდე არ იყო ცნობილი, რომ ქართველი ავტორი რუსთველი და მისი პოემა „ვეფხისტყაოსანი’’ ერთ გერმანულ სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი იყო. თვით ბოლო გერმანულ ბიბლიოგრაფიაშიც კი („საქართველო – გერმანულენოვანი სამყარო’’ 2008) არ არის მითითებული ამ წიგნზე, თუმცა აღნიშნული სასკოლო სახელმძღვანელო უკვე 1985 წელს გამოიცა და გამოიყენებოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სკოლებში.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმ დროს რუსთველი ჯერ კიდევ თითქმის უცნობი იყო. გერმანიის გაერთიანების შემდეგ რუსთველი არც ერთ ახალ სახელმძღვანელოში აღარ შეუტანიათ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2011-09-01
როგორ უნდა ციტირება
შტეფი ხოტივარი-იუნგერი. (2011). შოთა რუსთველის `"ვეფხისტყაოსანი" გერმანულ სკოლებში. ქართველოლოგი, 16. Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11251
გამოცემა
სექცია
ქართველოლოგიური ქრონიკა
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

