სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში

ავტორები

  • ნინო ჩაკუნაშვილი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

სასწაული, რუსთაველი, კრეტიენ დე ტრუა

ანოტაცია

სეკულარიზაცია სასულიერო, საეკლესიო სფეროდან საეროში გადასვლას ნიშნავს. ფილოსოფიურ- ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომებში ამ ტერმინს სასულიერო აზროვნების გარკვეული გამოვლინების საერო შინაარსით გადააზრებაზე მისათითებლად იყენებენ. ამგვარი მნიშვნელობით ვიყენებთ ჩვენ ამ ტერმინს წინამდებარე გამოკვლევაში, რომელიც შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში სასწაულის ასახვასა და მნიშვნელობას ეხება.

სასწაულის ტრანსფორმაცია ადრინდელი შუასაუკუნეების ლიტერატურიდან გვიანდელი შუასაუკუნეების მწერლობის პროცესში სეკულარიზაციის მიმართულებით ხდება. იგი რეალურობას უახლოვდება და ადამინის მაღალი, ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფიზიკური თვისებების აქცენტირებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ ახალი ეპოქის – რენესანსის ეპოქის მიჯნასთან დგას. ამ თვალთახედვით ქართული მწერლობის შესწავლა მნიშვნელოვან მასალას იძლევა და ევროპულ ლიტერატურულ პროცესთან მისი მიმართების თვალსაზრისითაც საინტერესო დასკვნებს წარმოაჩენს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2011-09-01

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო კვლევები