ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ჰაინც ფენრიხის „საქართველოს ისტორია“ - Heinz Fähnrich, Geschichte Georgiens, Handbook of Oriental Studies, Section eight, Central Asia, v.21 = Handbuch der Orientalistik, Brill, Leiden&Boston 2010
საკვანძო სიტყვები:
ჰაინც ფენრიხი, საქართველოანოტაცია
დასავლურმა გამომცემლობამ (Brill) ცნობილი სერიის ფარგლებში (Handbuch der Orientalistik) გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა პროფესორ ჰაინც ფენრიხის ,,საქართველოს ისტორია”. ნაშრომი დაწერილია საქმის კარგად ცოდნის, მეცნიერული, ობიექტური მიდგომისა და საქართველოს გულწრფელი სიყვარულის საოცარი შეზავებით. სადისკუსიო საკითხებში, იქნება ეს ჩვენი უძველესი თუ უახლესი ისტორიის მტკივნეული პრობლემები, ავტორი არ ცდილობს რომელიმე მხარე დაიჭიროს, ეყრდნობა ძირითადად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულ, მეტ-ნაკლებად ფართოდ გაზიარებულ მოსაზრებებს და თავისი ობიექტური თხრობით სავსებით სწორ აქცენტებს სვამს. საქართველოს უძველესი ისტორიის რეკონსტრუქციაში ავტორი ძველაღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) და ანტიკურ წყაროებს ეყრდნობა. შემდგომი ხანის ისტორიას, ფარნავაზიანთა პერიოდიდან მოყოლებული, იგი ძირითადად “ქართლის ცხოვრებისა” და სხვა მნიშვნელოვანი წყაროების მიხედვით გადმოსცემს. სასურველია ნაშრომის თარგმნა ქართულ ენაზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

