ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
საკვანძო სიტყვები:
ბაირამიანი, ქართული ლიტერატურა, ქართულ-სომხური ურთიერთობებიანოტაცია
სომეხმა მეცნიერმა პროფესორმა ჰრაჩიკ ბაირამიანმა სომხურ ენაზე პირველად შექმნა სახელმძღვანელო V–XIX საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში. წიგნი 2007 წელს გამოსცა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
სახელმძღვანელოს შექმნა, როგორც ავტორი აღნიშნავს, დროის მოთხოვნითაა განპირობებული. სომეხი ახალგაზრდობა დიდ ინტერესს იჩენს მეზობელი საქართველოს ლიტერატურისა და კულტურის მიმართ. სომხურ ენაზე კი აქამდე არ არსებობდა არა თუ ორიგინალური, არამედ არც თარგმნილი სახელმძღვანელო. სწორედ ამ დიდი ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად ჰრაჩიკ ბაირამიანის წიგნი. ავტორი კომპაქტურად გვაცნობს ქართული მწერლობის განვითარების ძირითად ეტაპებს, V-XIX საუკუნეების ყველა მნიშვნელოვანი მწერლის ცხოვრებას, ღვაწლს და შემოქმედებას. ავტორს საჭიროდ დაუნახავს, რომ დიდ კლასიკოსებზე – რუსთაველზე, ილიაზე, აკაკიზე, ვაჟაზე – ცალკე თავები დაერთო მათ სომხურ ენაზე ამეტყველების ისტორიის, სომხების მიერ მათი აღქმა-შეფასების შესახებ, რაც წიგნის მოსაწონ სიახლედ უნდა ჩაითვალოს. საქმის ცოდნით, სიყვარულით დაწერილი ეს წიგნი გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის სომეხ ახალგაზრდობას, ნდობით განაწყობს ქართველი ხალხის, მისი მდიდარი ლიტერატურის მიმართ; გაუღვივებს ინტერესს ქართული კულტურის, ქართულ-სომხური ლიტერატურულ- კულტურული ურთიერთობების ღრმად შესწავლისათვის.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

