ბერნარდე ნეაპოლელისეული ხელნაწერების კვალდაკვალ
საკვანძო სიტყვები:
ბერნარდე ნეაპოლელი, ქართული ხელნაწერი, კაპუციანთა მონასტერიანოტაცია
სტატიაში გამოკვლეულია 1670-1677 წწ. -ში საქართველოში მოღვაწე კაპუცინი ბერის, ბერნარდე ნეაპოლელის, ხელნაწერი მასალების ისტორია. კერძოდ, დადგენილია, რომ ეს მასალები თავდაპირველად კაპუცინთა მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა, ხოლო 1936 წ.-ის თებერვლიდან გადაიტანეს ნეაპოლის ეროვნულ სამეფო ბიბლიოთეკაში (დღევანდელი ნეაპოლის ეროვნული ბიბლიოთეკა), სადაც დღემდე დაცულია შიფრით „XX.122“. XVIII-XX სს.-ში სხვადასხვა მეცნიერის მიერ შედგენილ ჩამონათვალთა შესწავლის საფუძველზე გამოვლენილია, რომ 1886-1936 წლებში დაიკარგა ბერნარდე ნეაპოლელისეული ერთი ქართული ხელნაწერი, ანუ ის, რომელიც შეიცავდა „რომანცს ან ქართულ ზღაპარ ”ბაამას“, ჟამთააღმწერლის ე. წ. „ასწლოვანი მატიანის“ ორმოცგვერდიან უძველეს ფრაგმენტსა და „პატარა პოემა რესკარიანს“.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

