ალექსანდრე ჭეიშვილი ემიგრაციაში

ავტორები

  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ალექსანდრე ჭეიშვილი, ემიგრაცია, სპეცსამსახურები, გერმანია, ციტერმანი

ანოტაცია

საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში ალექსანდრე ჭეიშვილის (1903-1962 წწ.) ლიტერატურული მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად რომანი "ლელო" (1938წ.) იქცა, რომელშიც საბჭოთა პერიოდის ჩვენი ლიტერატურისათვის ფართოდ დამახასიათებელი ტენდენციურობით იყო წარმოსახული სოფლად კოლექტიური მეურნეობის დამკვიდრების პროცესი. თუმცა "ლელო" გამონაკლისი არ ყოფილა და მწერლის მხატვრული ნაწარმოებების უმეტესობის უმთავრეს მიზანსაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეპოქალური სინამდვილის განდიდება წარმოადგენდა. 

იმდორინდელი ხელისუფლება ალ. ჭეიშვილს მის სამსახურში ამგვარი ერთგულებით დგომის გამო სათანადო პატივს მიაგებდა. ზემოთქმული გარემოების გათვალისწინებით, მით უფრო ძნელი ასახსნელია, რამ აიძულა ის, ოჯახი დაეტოვებინა და ემიგრანტი გამხდარიყო. როგორც ცნობილია, 1958 წელს მწერალი დასავლეთ გერმანიაში გადავიდა და იქაურ ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, გერმანიაში ალ. ჭეიშვილი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო შეგზავნილი. ამ მოსაზრების სიმართლეს ნათლად ადასტურებს თბილისში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, დაცული ის წერილები, რომელთაც ემიგრაციაში მყოფი მწერალი უგზავნიდა თავისი ოჯახის წევრებსა და სხვადასხვა ოფიციალურ პირებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. 

გარდა ხსენებული მასალებისა, ალ. ჭეიშვილის ემიგრანტული ცხოვრების საფუძვლიანად შესასწავლად უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება გერმანიაში არსებული მისი ხელნაწერების მოძიებასა და საქართველოში ჩამოტანას. მათი მეშვეობით უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება სამშობლოდან მწერლის გადახვეწის განმაპირობებელ რეალურ გარემოებებსა და მისი ცხოვრების გერმანულ პერიოდზე. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2011-09-01

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო კვლევები