იკონოგრაფიის გზით გაცხადებული და დამკვიდრებული წმინდანის სახელი

ავტორები

  • ნანა გინჯილაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

სიდონია, თეიმურაზ ბაგრატიონი, მ. საბინინი

ანოტაცია

არც ერთ ძველ ქართულ წყაროში, IX საუკუნიდან XIX ს-ის 30-იან წლებამდე, იერუსალიმიდან მცხეთაში კვართის ჩამომტანის ელიოზის დის სახელი „სიდონია“ არ იხსენიება. სხვადასხვა ეპოქის კდელის მხატვრობაში  (IX–XIII, XVII–XIX სს.) მინიატურებსა და ხატებზე წარმოდგენილ ცხოველმყოფელი სვეტის  აღმართვა-ამაღლების სცენაშიი, არც  XVII–XVIII სს-ის კათალიკოსთა საბეჭდავებზე და ვახტანგ VI-ის დროშაზე „სიდონია“ არსად არაა გამოსახული. XIX ს-ში გამოცემულ "წმ. ნინოს ცხოვრების" მოთხრობებში, ძირითადად, ელიოზის და "სიდონიად" იწოდება, როგორც ქართველთათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. თეიმურაზ ბაგრატიონის თხზულებაში "ისტორია დაწყებითგან ივერიისა..." ცხრამეტი საუკუნის მანძილზე პირველად ვხვდებით კვართის მიმრქმელი ელიოზის დის სახელს "სიდონიას". მ. საბინინის "საქართველოს სამოთხეში" მოთავსებულ ნიკოლოზ გულაბერისძის "საკითხავში" ელიოზის დის სახელთან ფრჩხილებში მოთავსებულმა "სიდონიამ", აგრეთვე ხატის "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დიდებაში" ელიოზის დის სახელის აღნიშვნამ უდიდესი როლი ითამაშა ელიოზის დის "სიდონიას" სახელის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებაში. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2014-03-02

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

კვლევები: კულტურის ისტორია