გერმანულენოვანი მონოგრაფია უძველესი ქართული წარწერების შესახებ
საკვანძო სიტყვები:
ჰაინც ფენრიხი, ქართული ანბანი, უძველესი წარწერებიანოტაცია
წინამდებარე წერილი ეხება ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის ნაშრომს, რომელიც დაიბეჭდა 2013 წელს გერმანიაში, Brill-ის გამომცემლობაში. ახალი მონოგრაფია – უძველესი ქართული წარწერები (Die ältesten georgischen Inschriften) – გერმანულ საზოგადოებას ქართული წარწერების განვითარების მაგალითზე აცნობს ქართული დამწერლობის დიაქრონულ სურათს და შემოაქვს ახალი არგუმენტი, რომელიც ასო-ნიშანთა გრაფიკულ მოხაზულობას, კერძოდ კი, კუთხოვნების ტენდენციას უსვამს ხაზს და აღნიშნულით ცდილობს ქრონოლოგიური სურათის აღდგენას. წერილი გამოკვეთს მონოგრაფიის საფუძვლიან არგუმენტებსა და მათ მიმართებას მანამდე არსებულ მეცნიერულ აზრთან.
Additional Files
გამოქვეყნებული
2014-03-02
ციტირების წესი
ნინო აფციაური. (2014). გერმანულენოვანი მონოგრაფია უძველესი ქართული წარწერების შესახებ. ქართველოლოგი, 20(1). Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11214
გამოცემა
სექცია
საზღვარგარეთული ქართველოლოგია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 International License.

