რომელი ენიდანაა თარგმნილი საქმე მოციქულთას ქართული ვერსია?
საკვანძო სიტყვები:
საქმე მოციქულთა, ჟერარ გარიტიანოტაცია
ქართული ბიბლიური ტექსტების წარმომავლობის საკითხი დღესაც ქართველოლოგიურ მეცნიერებათა ერთ-ერთ კარდინალურ პრობლემად რჩება. თუ რომელი ენიდან იყო თარგმნილი ბიბლიურ წიგნთა უძველესი ქართული რედაქციები, ამ საკითხს, არა კომპლექსურად, მაგრამ ცალკეულ წიგნთა თუ რედაქციათა მაგალითზე, ბევრი ქართველი თუ უცხოელი მკვლევარი შეხებია. ევროპულ აღმოსავლეთმცოდნეობაში და ნაწილობრივ ქართველ ფილოლოგთა წრეშიც თანდათანობით ის აზრი გახდა პოპულარული, რომელიც ნ. მარის, ი. მოლიტორის, რ. ბლეიკის, ი. ასფალგის და კიდევ სხვათა მიერ ჩატარებული კონკრეტული ძეგლების ანალიზის საფუძველზე ქართულ ბიბლიურ წიგნთა უძველეს თარგმანებს სომხური ენიდან შესრულებულად თვლის. უკანასკნელ ათწლეულებში ქართულ მეცნიერებაში ამ შეხედულების ალტერნატიული თვალსაზრისი გამოიკვეთა, რომელიც ბიბლიური წიგნების თავდაპირველ ქართულ რედაქციებს უპირატესად ბერძნულ დედნებს უკავშირებს და სომხურის კვალს შემდგომი ეპოქის გადამუშავებად მიიჩნევს. ეს თვალსაზრისი ეფუძნება შუასაუკუნეების საქართველოში დამკვიდრებულ აზრს, უძველესი ქართული თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ფაქტებს, ბიბლიური ტექსტების ხანმეტური ფრაგმენტების უახლეს ფილოლოგიურ ანალიზს, სომხურ-ქართული საეკლესიო და კულტურული ურთიერთობების ისტორიული პროცესის მონაცემებს (იხ.: ხინთიბიძე ე., ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, თბ. 2003, გვ. 217-220) (See: Khintibidze E., Georgian Literature in European Scholarship, Amsterdam 2001, pp. 191-194). ამ პრობლემას ეხება ბერნარ უტიეს წინამდებარე ნარკვევი, რომელიც კონკრეტულად საქმე მოციქულთას უძველესი ქართული რედაქციის სომხურიდან მომდინარეობის თვალსაზრისს კრიტიკულად განიხილავს და დაასკვნის: ”ზუსტი არ ჩანს პროფ. გარიტისა და ევროპაში ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ საქმე მოციქულთა თარგმნილია სომხურიდან.”
რედაქტორი
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

