ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი
მოკლე მიმოხილვა
საკვანძო სიტყვები:
რითმა, მეტრი, სილაბურობა, სილაბურტონურობაანოტაცია
ქართული ლექსის გენეზისი წინაქრისტიანულ ხანას უკავშირდება. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში ფიქსირებული რითმა დამეტრი კი უფრო ადრეა გამოვლენილი, ვიდრე ინდოევროპულ ლექსში. ქართული ლექსის ისტორია ოთხ რეფორმატორს იცნობს: შოთარუსთაველს, დავით გურამიშვილს, ნიკოლოზ ბარათაშვილსა და გალაკტიონ ტაბიძეს. აღმოსავლური და ევროპული მყარი სალექსოფორმები (იამბიკო, მუხამბაზი, სონეტი და ა. შ.) აითვისა ქართულმა ლექსმა, თუმცა მის ძირითად საზომებად მაინცდამკვიდრებულია: შაირი (4444, 3535), შავთელური (55/55), ბესიკური (5/4/5) და სხვ.
პირველი ქართული ლექსმცოდნეობითი ტრაქტატი მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკი. ლექსის სწავლის წიგნი” (1731 წ.) დღემდეინარჩუნებს არა მარტო ისტორიულ, არამედ თეორიულ ღირებულებას ქართული ლექსის ბუნების განსაზღვრის დროს. XX ს. I ნახევარშიახალი ეტაპი დაიწყო ქართულ ლექსმცოდნეობაში სერგი გორგაძის ,,ქართული ლექსით” (1930), ხოლო XX ს. II ნახევარში - აკაკიგაწერელიას ,,ქართული კლასიკური ლექსით” (1953); XXI ს. დამდეგი კი აღინიშნა აკაკი ხინთიბიძის მონოგრაფიით ,,ქართული ლექსისისტორია და თეორია” (2009).
ქართული ლექსის სამეცნიერო კვლევის გზაზე დღემდე უმთავრეს საკითხად რჩება ეროვნული ვერსიფიკაციის (ლექსწყობის) ბუნების დადგენა: ქართული ენის ფონოლოგიური სისტემის ორიგინალურობის გამო იგი მთლიანად არც სილაბურია და არცსილაბურ-ტონური, ამიტომაც ჭირს მისი ჩაკეტვა ლექსწყობის რომელიმე ცნობილ სისტემაში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

