ფესახის აგადა ("პასქის ლეგენდა") და მისი მნიშვნელობა ქართველოლოგიისათვის

ავტორები

  • რეუვენ ენოხი არიელის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ფესახი, პასქა, ებრაელთა ენები

ანოტაცია

ასეული წლების განმავლობაში ქართველ ებრაელთა სამეტყველო ენაზე შეიქმნა წმინდა წიგნებისა და ლოცვების ზეპირი თარგმანები, რომლებიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას და რომელმაც ზეპირივე გზით ჩვენამდე მოაღწია. მათ შორის არის ებრაელთათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ტექსტი ფესახის აგადა, რომელიც ეგვიპტიდან ებრაელთა სასწაულებრივი გამოხსნის ამბავს მოგვითხობს და ამ აქტისადმი მიძღვნილი დღესასწაულის - ფესახის (პასქის) პირველ ღამეს (დიასპორაში - მეორე ღამესაც) იკითხება სპეციალურად მოწყობილ საზეიმო "წყობაზე"

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2012-03-01

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

კვლევები: ლინგვისტიკა