ნეოპლატონური თუ არისტოტელური: არაბები და ინდოელები როგორც ფილოსოფიური არსებები შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში"
საკვანძო სიტყვები:
ვეფხისტყაოსანი, ნეოპლატონიზმი, პლოტინუსი, პლოტინე, ტარიელი, ავთანდილიანოტაცია
ავტორი "ვეფხისტყაოსნის" არაბებისა და ინდოელების საზოგადოებებს განიხილავს როგორც ფილოსოფიურ ინსტიტუტებს ანუ არსებებს (ერთიანობებს) და მათ კავშირს უძებნის დიონისე არეოპაგელის იერარქიული წყობის ადამიანებისა და ცხოველების სტრუქტურებთან, მათ ინტელექტთან. დიონისე თვლის, რომ უზენაესი არსება - ერთი ფლობს ყოვლისმომცველ ინტელექტს. ანგელოზებსაც აქვთ აგრეთვე ასეთი ინტელექტი, მაგრამ მათი ინტელექტი უფრო ნაკლებია ერთის ინტელექტზე. ადამიანებს აქვთ ინტელექტი, რომელიც ნაკლებია ანგელოზების ინტელექტზე. მათ (ადამიანებს) აქვთ დისკურსიული ინტელექტი და ამ მოხსენებაში გამოთქმულია აზრი, რომ დიონისეს ადამიანები შეესაბამებიან რუსთაველის არაბებს, რომელნიც გეგმავენ და მოელიან შედეგებს თავიანთი მოქმედებებიდან.
დიონისეს იერარქიაში ადამიანებზე უფრო დაბლა ცხოველები დგანან. მათ ინტელექტს დიონისე მიიჩნევს გრძნობა-აღთქმად. სტატიაში არის ცდა იმის მტკიცებისა, რომ ინდოელები რუსთაველის პოემაში შეესაბამებიან ცხოველებს დიონისეს იერარქიაში: ინდოელები იმპულსურნი არიან და წინასწარ არ ჭვრეტენ თავიანთი მოქმედების შედეგებს. დიონისე აღნიშნავს, რომ არსებებს შეუძლიათ მოძრაობა ანგელოზებს, ადამიანებს და ცხოველებს შორის. მაგალითად, ადამიანს შეუძლია შეიძინოს ანგელოზისმაგვარი ინტელექტი ფილოსოფიური მეცადინეობის მეშვეობით. ასევე, ცხოველთა მსგავს არსებებს შეუძლიათ შეიძინონ ადამიანის ინტელექტი. სწორედ ეს ემართება ტარიელს: პოემის დასაწყისში იგი იმპულსური ინდოელია, მაგრამ დასასრულს იგი გადადის დიონისეს ადამიანთა კლასში. ამას ადასტურებს მის მიერ ავთანდილზე უკეთესი გეგმის შეთავაზება ნესტან-დარეჯანის გასათავისუფლებლად.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

