თვითმკვლელობა - პროტესტი თუ რეალობისაგან განრიდება

(ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“)

ავტორები

  • თამარ პაიჭაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

თვითმკვლელობა, სუიციდი, ქართული ლიტერატურა, ლეო ქიაჩელი, გაუცხოება, ანტისოციალური მოვლენა, ღირებულებათა კრიზისი

ანოტაცია

თვითმკვლელობის სოციალური ეფექტის პარადოქსალური ბუნების შესახებ არაერთგზის არის მითითებული არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ლიტერატურულ ტექსტებშიც. ე. წ. საღი აზრი თვითმკვლელობას ყოვლად უსაზრისო აქტად მიიჩნევს, თუმცა ის შესაძლოა მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს და ამ მრავალფეროვნების ერთი ფენომენის ქვეშ გაერთიანება შეუძლებელია

თვითმკვლელობა, როგორც აქტი, ლიტერატურულ ტექსტში შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარკვეული პროტესტი, რომლის გარესამყაროსთან კონფლიქტის შეუთავსებლობის შედეგია ან ფაქტია - რეაქცია კონკრეტული (ზოგჯერ პირადი) ცხოვრებისეული რეალობისა, თუმცა ისიც, გარკვეულწილად ზოგადი გარემოებებითაა გამძაფრებული ან განპირობებული. ამდენად, თვითმკვლელობის სიუჟეტური დეფინიცია არ არის ჩამოყალიბებული, იმდენად, რამდენადაც ის მრავალმიზეზობრივია. თუმცა თვითგანადგურების ყველა აქტს, მიუხედავად მისი ინდივიდუალური (ზოგჯერ ეგოისტური) ბუნებისა, აქვს ერთი შემეცნებითი საფუძველი -ეს არის უიმედობა, ამასთან ის უპირატესად კავშირშია რელიგიასთან და პატრიოტზმთან და ძირითადად განიხილება, როგორც ანტირელიგიური და ანტისოციალური მოვლენა. მას თან ახლავს აქტორის/თვითმკვლელის ტანჯვა და მის მიერ დროის პარადოქსალური აღქმა

მსოფლიო ლიტერატურული ქრონოლოგიას თვითმკვლელობის ფაქტები თავიდან ბოლომდე გასდევს, თუმცა ისიც აღიარებულია რომ გასული საუკუნიდან მოყოლებული, ტექნოკრატიული და მოდერნისტული ეპოქის კვალობაზე, ომების, ღირებულებათა რღვევის და გადაფასების რეჟიმში პიროვნების გაუცხოების პირობებში ადამიანის სურვილი - ნებით გაეცალოს სამყაროს, გახშირდა და შესაბამისად ლიტერატურაშიც აისახა. ეს ტენდენცია მთელი სიცხადით გამოიკვეთა ქართულ ლიტერატურაშიც და ეგნატე ნინოშვილის, შიო არაგვისპირელის, ჭოლა ლომთათიძის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის და სხვა მწერალთა მხატვრულ ტექსტებში აისახა.

ამჯერად ამ ფაქტს ლეო ქიაჩელის მოთხრობის „თავადის ქალი მაია“ მაგალითზე განვიხილავთ, ანუ როგორ იკითხება ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის ყოფა, შინასამყარო და ფსიქოლოგიური პორტრეტი მის მიერვე განხორციელებული სუიციდის ფონზე.

 

წყაროები

Berdyaev, N. (1992). Samoubijstve [On Suicide] Moscow.

Camus, A. (1990). Mif o Sizife. [The Myth of Sisyphus], Moscow.

Hume, D. (1965). Essays [Sočineniâ]. Vol. II. Moscow.

Khiacheli, L. (1964). Tkhzulebani [Collected Works]. (Vol. 3 of 5). Sabchota Sakartvelo.

Schopenhauer, A. (2000) New Paralipomeny. [paralipomeny] Minsk.

Theoretical Sociology of the West. (1996). [Zapadnaâ Teoretičeskaâ Sociologiâ]. Moscow.

Vasadze, T. (2016). 20 kartuli motkhroba. [20 Georgian Short Stories]. Intelekti, Tbilisi

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-03-01

როგორ უნდა ციტირება

თამარ პაიჭაძე. (2026). თვითმკვლელობა - პროტესტი თუ რეალობისაგან განრიდება: (ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“). ქართველოლოგი, 32. Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11058

გამოცემა

სექცია

კვლევები: ქართული ლიტერატურა