მაკაბელთა ბიბლიური წიგნებისა და აგიოგრაფიული თხზულების ქართულ თარგმანთა ურთიერთმიმართებისათვის

ავტორები

  • ნათია ჯანგულაშვილი დამოუკიდებელი მკვლევარი

საკვანძო სიტყვები:

აგიოგრაფია, ბიბლია, მაკაბელთა წიგნები, მაკაბელთა წამება

ანოტაცია

როგორც ცნობილია, მაკაბელთა წიგნები ბიბ­ლი­ის არაკანონიკურ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება. ეს წიგნები იუდეველთა გმირული ბრძოლების შესახებ მოგ­ვითხრობს. მათი გათვალისწინებით კი შექმნილა აგიოგ­რაფიული ნაწარმოები - წამებაჲ შჳდთა ყრმათა მაკაბელ­თაჲ.

მაკაბელთა წამების ტექსტი, გამოკვლევითურთ, 1980 წელს გამოსცა ივანე იმნაიშვილმა. მიუხედავად ამისა, მარტვილობა, ლიტერატურული თვალსაზრისით, დღემდე არაა შესწავლილი.

სტატიაში მიმოხილულია მაკაბელთა ბიბლიური წიგნების ქართული თარგმანები. როგორც ჩანს, გამოგ­ვაქვს დასკვნა, რომ საქართველოში გაცილებით ადრე უნდა სცოდნოდათ ამ ბიბლიური წიგნების შესახებ, ისინი თარგმნილი ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბაქარის ბიბლიის ნუსხაში (1743 წ.) შევიდოდა. სტატიაში აგრეთვე შესწავლილია წამებისა და ბიბლიური წიგნების ურთი­ერთმიმართების საკითხი. მაკაბელთა II და IV წიგნების მიმოხილვის საფუძველზე გამოთქმულია აზრი, რომ წამების ავტორს გაუთვალისწინებია მაკაბელ­თა არა მხოლოდ II, როგორც ეს შენიშნული იყო, არამედ IV წიგნიც. მარტვილობაში ჩანს ბიბლიურ წიგნებთან ფრაზეოლო­გიური თანხვედრაც.

ინტერესის საგანი ხდება ის, რომ მარტოოდენ მარ­ტვი­ლობაშია დაცული წამებულთა დედის სახელი. ეს ფაქ­ტი საფუძველს იძლევა იმისა, რომ წამების ავტორს სხვა წყაროებიც უნდა ჰქონოდა ხელთ, რაც თავის მხრივ, მოწამეთა ამბების ფართოდ გავრცელებასა თუ მნიშ­ვნელოვნებაზე უნდა მეტყველებდეს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-09-01

როგორ უნდა ციტირება

ჯანგულაშვილი ნ. (2017). მაკაბელთა ბიბლიური წიგნებისა და აგიოგრაფიული თხზულების ქართულ თარგმანთა ურთიერთმიმართებისათვის. ქართველოლოგი, 26, 237–267. Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/9601

გამოცემა

სექცია

კვლევები: ქართული ლიტერატურა