ლიტერატურული პარალელები: გალაკტიონ ტაბიძე და ლუის დე კამოენსი
საკვანძო სიტყვები:
გალაქტიონი, კამოენსი, ლუზიადებიანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია გალაკტიონ ტაბიძის მიმართების ხასია- თი პორტუგალიური მწერლობის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან – ლუ- ის დე კამოენსთან. გალაკტიონის დღიურებისა და ნაწარმოებთა ავტოგრაფე- ბის შესწავლამ ცხადყო ქართველი პოეტის ინტერესი პორტუგალიური ლიტე- რატურისადმი, კონკრეტულად, გაირკვა, რომ გ. ტაბიძის ორი ლექსი („ახმაურ- დეს“, „ინიესა“) პორტუგალიური ლიტერატურის კლასიკოსის ლუის დე კამოენ- სის პოემიდან – „ლუზიადებიდან“ – მიღებული შემოქმედებითი იმპულსის შე- დეგად არის შექმნილი და ქართველი პოეტი თავის სათქმელს კამოენსის სტრი- ქონებზე, პორტუგალიურ ლიტერატურასა და კულტურაზე ალუზიით გამოხა- ტავს.
გალაკტიონის ნაწარმოებების ლუის დე კამოენსის „ლუზიადებთან“ გენე- ტიკური კავშირის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრი- სით, რომ ქართულ და პორტუგალიურ ლიტერატურათა შორის ამგვარი სიახ- ლოვე, მსგავსი მიმართება დღემდე შენიშნული არ ყოფილა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2022 ნათია სიხარულიძე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

