მცენარეთა სახელების ნასესხები ფუძეები ქართულ ოთხთავში
საკვანძო სიტყვები:
ნასესხები ლექსიკა, მცენარეთა სახელები, ქართული ოთხთავიანოტაცია
კულტურის ისტორიკოსები და არქეოლოგები უეჭველ ფაქტად მიიჩნევენ კავკასიასა და წინა აზიას შორის მჭიდრო კავშირს უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V ათასწლეულის პერიოდიდან, განსაკუთრებით, ამიერკავკასიის სამხრეთ რეგიონებსა და წინა აზიის ქვეყნებს შორის. როგორც ცნობილია, სწორედ სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციის მიღწევების შემომტანსა და გამავრცელებელს, კულტურტრეგერს, მთელ კავკასიაში. ამ ფონზე, ბუნებრივია, მოველოდეთ უძველესი არეალური კონტაქტების კვალს ქართველურ ენებში. ენაში შემოსული უცხოური ლექსიკური ერთეულების ბგერითი და სემანტიკური მოდიფიკაციები საინტერესო და ანგარიშგასაწევია როგორც მსესხებელი ენის, ასევე გამსესხებელი ენობრივი სისტემის შესასწავლად, ამა თუ იმ მეცნიერული ფაქტის დასაზუსტებლად. ამ მხრივ, ქართული ოთხთავი წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან საინფორმაციო წყაროს. ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ისმის რამდენიმე ძირითადი კითხვა: როგორ ხდება მცენარეთა სახელების გადმოცემა ქართული ოთხთავის ტექსტებში ‒ სესხებით, თარგმნით, კალკირებით, ტრანსლიტერაციით, მსგავსი სემანტიკის მქონე ეკვივალენტის ჩანაცვლებით? არის თუ არა ოთხთავში დადასტურებულ მცენარეთა სახელებს შორის საერთო- ქართველური ძირები? ნასესხებ ლექსიკასთან ერთად იხმარება თუ არა საკუთრივ ქართული (ქართველური) სინონიმური ფორმები? ნასესხები მასალა სახარების ტექსტის მეშვეობით შემოვიდა ქართულ ენობრივ სისტემაში თუ მანამდეც არსებობდა? რა კულტურული, რელიგიური მოტივები უკავშირდება ამა თუ იმ მცენარის სახელს მოცემულ კონტექსტში? როგორია ქართული და ნასესხები ძირების დისტრიბუცია (მაგალითად, იმის მიხედვით, იზრდება თუ არა ეს მცენარე საქართველოში)? რამდენად ადეკვატურია ლექსიკური ეკვივალენტები და რით აიხსნება ცთომილებები? და ა. შ. შევეცდებით პასუხი გავცეთ აღნიშნულ კითხვებს ამჯერად ნასესხები ლექსიკის მაგალითზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

