ამაზონთა სახელდების საკითხისათვის

[ეტიმოლოგიური ძიება]

ავტორები

  • ინგა სანიკიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ამაზონები, ქართველური ტომები

ანოტაცია

„ამაზონ“ ფუძეში, ვფიქრობთ, რომ ქართული ენის კვალი იკითხება, რომელიც რამდენიმე საყურადღებო არგუმენტითააშეპირობებული; კერძოდ,  მნიშვნელოვანია აპიანეს (II ს.) ცნობა იმის შესახებ, რომ „მეომარ ქალებს იქაური ბარბაროსები საერთოდამაძონებს უწოდებდნენ“, რაც მიანიშნებს ამ სახელდების არაბერძნულ წარმოშობაზე. ამასთან, სახელურ ფუძეში ჭანური –ონ აფიქსიუნდა გამოვყოთ, რომელსაც დიაქრონიულად ქონა-ყოლისა და მსგავს საგანთა სიმრავლის გამოხატვის ფუნქციები ჰქონდა. ჰეროდოტეს ცნობის მიხედვითაც, ამაზონთა სკვითური დასახელება „ოჲორპატა“ რთული შედგენილობის სიტყვა მოჩანს და ისელინურად ითარგნებოდა, როგორც „კაცთმკვლელები“. ამათგან „ოჲორ“ აღნიშნავდა „მამაკაცს“ (//მამაცს), ხოლო „პატა“ მოკვლას“ [ჰეროდოტე]. ვფიქრობთ, რომ სკვითური რთული ფუძის პირველი სეგმენტი ქართული „[მ]ამაც“ ფუძის ერთგვარ კალკს უნდაწარმოადგენდეს, რომელიც ქართველური ენების გავლენით შეიძლებოდა გაჩენილიყო სკვითურ ენაში.

         გამომდინარე ნათქვამიდან, მიგვაჩნია, რომ ლექსემა „ამაზონ-[ი]“ თავისი წარმოშობით ქართველურია და მასში წინაპოზიციური„მ“ თანხმოვანი, სავარაუდოდ, ბერძნულენოვან სამყაროში სიტყვის სემანტიკური დატვირთვის არცოდნის გამო დაიკარგებოდა; ანუქართული *მამაც-ონ-[ი]  ბერძნულ ენაში *ამაც-ონ —› ამაზ-ონ//ამაძ-ონ ვარიანტებს მოგვცემდა; ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ისსხვა არაფერია, თუ არა მამაცთა (აქ: მამაც ქალთა) ერთობლიობა, მათი ლაშქარი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2012-09-03

გამოცემა

სექცია

კვლევები: არქეოლოგია