გერმანულენოვანი მონოგრაფია უძველესი ქართული წარწერების შესახებ

ავტორები

  • ნინო აფციაური დამოუკიდებელი მკვლევარი

საკვანძო სიტყვები:

ჰაინც ფენრიხი, ქართული ანბანი, უძველესი წარწერები

ანოტაცია

წინამდებარე წერილი ეხება ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის ნაშრომს, რომელიც დაიბეჭდა 2013 წელს გერმანიაში, Brill-ის გამომცემლობაში. ახალი მონოგრაფია – უძველესი ქართული წარწერები (Die ältesten georgischen Inschriften) – გერმანულ საზოგადოებას ქართული წარწერების განვითარების მაგალითზე აცნობს ქართული დამწერლობის დიაქრონულ სურათს და შემოაქვს ახალი არგუმენტი, რომელიც ასო-ნიშანთა გრაფიკულ მოხაზულობას, კერძოდ კი, კუთხოვნების ტენდენციას უსვამს ხაზს და აღნიშნულით ცდილობს ქრონოლოგიური სურათის აღდგენას. წერილი გამოკვეთს მონოგრაფიის საფუძვლიან არგუმენტებსა და მათ მიმართებას მანამდე არსებულ მეცნიერულ აზრთან.

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2014-03-02

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

საზღვარგარეთული ქართველოლოგია