იოანე მინჩხი - X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი
საკვანძო სიტყვები:
იოანე მინჩხი, ქართული მარხვანებიანოტაცია
სტატიაში განხილულია X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის - იოანე მინჩხის შემოქმედების ძირითადი ასპექტები.
იოანე მინჩხის შემოქმედება მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში. მისი შემოქმედების კვლევისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უცნობი მემკვიდრეობა - 77 საგალობელი, რომლებიც გამოვლენილ იქნა ჩვენ მიერ. მათი შესწავლის შემდეგ ახლებურად გამოიკვეთა იოანე მინჩხის ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, აგრეთვე ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიის დონე და შესაძლებლობები.
მინჩხის საგალობლები ჰიმნოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. ტრადიციის ერთგულებასთან ერთად, მათთის დამახასიათებელია დიდი ორიგინალურობაც. ამ ორი ფაქტორის შერწყმა იოანე მინჩხის შემოქმედებას მეტად შთამბეჭდავად ხდის.
გაირკვა ისიც, რომ იოანე მინჩხი იყო შემდგენელი პირველი ქართული "მარხვანისა", რომელიც საფუძვლად დაედო ამ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის შემდგომ განვითარებას. მინჩხის სახელს უკავშირდება მთელი რიგი ახალი, ორიგინალური საზომების შემოტანა ქართულ ჰიმნოგრაფიაში.
იოანე მინჩხის განსაკუთრებულ ადგილს ქართული ეკლესიისა და მწერლობის ისტორიაში ადასტურებს საქართველოს ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტი, ქართული და ბიზანტიური მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე სწავლული - გიორგი ათონელი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

