"დაკარგული" ქვეყანა. რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე ნაკლებ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში?

ავტორები

  • პიტერ სკინერი ოქსფორდის უნივერსიტეტი, Alumnus

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, პიტერ სკინერი

ანოტაცია

2013 წლის ნოემბერში ჟურნალ "ქართველოლოგის" რედაქციას წერილი მოსწერა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა არქეოლოგმა ლევან კიკნაძემ, გაგვაცნო ამერიკელი ისტორიკოსი პიტერ სკინერი, რომლის ილუსტიტებული წიგნი საქართველოს ისტორიაზე მზადდებოდა გამოსაცემად. მან თან შემოგვთავაზა გამოსაქვეყნებლად პიტერ სკინერის სტატია და გვაუწყა ავტორის გულისტკივილი იმის თაობაზე, რომ ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ძალზე ცოტაა ცნობილი საქართველოს ისტორიაზე და არც სათანადო ლიტერატურაა ხელმისაწვდომი. მე, ჩემი მხრივ, ვაუწყე ბატონ პიტერს, რომ ჩვენში ინგლისურ ენაზე უკანასკნელ წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნი გამოიცა და საზღვარგარეთელმა ქართველოლოგებმაც სქელტანიანი მონოგრაფიები გამოაქვეყნეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე საქართველოს ისტორიის შესახებ. მაგრამ ამავე დროს მისი წერილის გამოქვეყნება, სათანადო ექსპერტიზის შემდეგ, აუცილებლად მივიჩნიეთ. სტატიაში ჩანს დიდი სიყვარული და აღფრთოვანება საქართველოს მდიდარი კულტურით და ხანგრძლივი გმირული ისტორიით. მაგრამ, ამასთან ერთად, გულისტკივილიც იმის შესახებ, რომ ინგლისურ ენაზე ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა იბეჭდება და რაც დაბეჭდილია, არაა ხელმისაწვდომი ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. 

ვფიქრობ, ქართულმა სამეცნიერო წრეებმა და კულტურის მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ ამერიკელი მკვლევარის შენიშვნები. ჩვენ უნდა შევძლოთ  ჩვენ მიმართ თანაგრძნობითა და გულისტკივილით გამოთქმული შენიშვნების მოსმენა, შემდეგ - მათი გააზრება და გამოსასწორებლის, რაც შეიძლება მალე, გამოსწორება. 

სტატიას ვაქვეყნებთ პარალელური ქართული თარგმანით, რომელიც შეასრულა ბატონმა ლევან კიკნაძემ. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2014-03-02

როგორ უნდა ციტირება

პიტერ სკინერი. (2014). "დაკარგული" ქვეყანა. რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე ნაკლებ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში?. ქართველოლოგი, 20. Retrieved from https://kartvelologist.journals.humanities.tsu.ge/index.php/kartvelologist/article/view/11223

გამოცემა

სექცია

კვლევები: ისტორიოგრაფია