ქართული ჰიმნოგრაფია

ავტორები

  • ნესტან სულავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ჰიმნოგრაფია, უძველესი იადგარი, ტაკო-კლარჯეთის ჰიმნოგრაფიული სკოლები, ათონის ჰიმნოგრაფიული სკოლა

ანოტაცია

სტატია ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპებს, სკოლებს და მისი კვლევის ისტორიას წარმოაჩენს რამდენიმე მიმართულებით: ფორმის, მუსიკის, საღვთისმეტყველო, ლიტერატურულ-ისტორიული, სიმბოლურ-სახეობრივი და იდეოლოგიური თვალსაზრისით. გამოყოფილია პალესტინურ- სინური, ტაო-კლარჯეთის, ათონის, გელათის, შიომღვიმის, დავით გარეჯისა და მცხეთის საკათალიკოსოს, კერძოდ ანტონ კათოლიკოსის, საღვთისმეტყველო-ჰიმნოგრაფიული სკოლები, რომელთაც განსაზღვრეს ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპები, დონე და მიმართულებები საქართველოში. ქართული ჰიმნოგრაფია თავისი თემატიკით, მსოფლმხედველობით, სახისმეტყველებით ბიზანტიურთან მჭიდრო კავშირში იყო, რის გამოც იგი ბიზანტიური სამგალობლო კულტურის კონტექსტშია გააზრებული. წარმოდგენილია ქართული და ბიზანტიური საგალობლის მუსიკალურობისა და პოეტიკის განსხვავება, რაც ქართული გალობის მრავალხმიანობასა და საგალობლის ფორმის ორიგინალობაში გამოვლინდა. სტატია სახავს ქართული და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ისტორიისა და თეორიის საკითხების ახალი თვალთახედვით კვლევის პერსპექტივებსაც.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2012-09-01

გამოცემა

სექცია

კვლევები: ქართული ლიტერატურა